06 ივლ 2026
თბილისის, ქუთაისის და თელავის შემდეგ ბასტი ბუბუს სტუდიის პატარებმა დასკვნითი ღონისძიება ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში გამართეს. „ენის თავგადასავალი“ ასე ჰქვია მუსიკალურ სპექტაკლს, რომელიც პატარებმა დიდ სცენაზე ითამაშეს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი იყო, წარმოდგენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების ჯამში 500 - მდე ბენეფიციარი იყო მოწვეული.
ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.