ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

06 ივლ 2026

ქალაქ ყვარელში გაიმართა ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის - თამაზ კონჭოშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ასპარეზობა 70, 80 და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ჩატარდა.

გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდოებიც. ჩემპიონები გახდნენ: 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ცისკარიშვილი, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძე. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი ბადუაშვილმა.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.