06 ივლ 2026
თეირანის ქუჩებში აიათოლა ალი ხამენეისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს. მსვლელობის დროს იმამ ჰოსეინის მოედნიდან აზადის მოედნამდე 10 კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან. ირანის ხელისუფლების განცხადებით,სამგლოვიარო ცერემონიებში 20 მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, შეკრებილები ხამენეისთან ერთად პატივს მიაგებენ მისი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მასთან ერთად დაიღუპნენ.
ხამენეის მემკვიდრედ დასახელებული შვილი, მოჯთაბა ხამენეი, ცერემონიებს ჯერ არ დასწრებია, ალ ჯაზირას ინფორმაციით, ის თავდასხმის შედეგად დაშავდა.
ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველივე დღეს დაიღუპა.