06 ივლ 2026
კიევი კვლავ რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა. რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ იერიშს უკრაინის დედაქალაქში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ეს ბოლო 5 დღის განმავლობაში ოკუპანტის მიერ კიევზე განხორციელებული მეორე მასირებული შეტევაა.
გამთენიისას მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა და 117 დაშავდა. მათ შორის ორი ბავშვია. კიევის პოდოლის და დარნიცის რაიონებში ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე მრავალბინიანი სახლი.