07 ივლ 2026
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე მეოთხედ ფინალისტი ესპანეთის ნაკრები გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მიკელ მერინომ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუშვია.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირზე მეხუთე მატჩი გამართა. ეს იყო პორტუგალიის ეროვნულ გუნდში კრიშტიანო რონალდოს ბოლო მატჩი. ეს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. ის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა.
ბელგიის ნაკრებმა მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. პირველი ტაიმი ევროპელებმა შარლე დე კეტელარეს დუბლით მოიგეს, მას ერთადერთი გოლით მალიკ ტილმანმა უპასუხა. მეორე ნახევარში კი ამერიკელთა კარში გოლები ვანეკენმა და ლუკაკუმ გაიტანეს.
მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მაროკო-საფრანგეთი; ინგლისი-ნორვეგია, ესპანეთი და ბელგია. დღეს კიდევ ორი მეოთხედ ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. 20:00 საათზე არგენტინის ნაკრები ეგვიპტეს ეთამაშება, ღამის 12:00 საათზე კი შვეიცარია კოლუმბიას დაუპირისპირდება.