ანკარა დღეს და ხვალ ნატო-ს 36-ე სამიტს უმასპინძლებს

07 ივლ 2026

ანკარა დღეს და ხვალ ნატო-ს 36-ე სამიტს უმასპინძლებს. 32 ქვეყნის ლიდერები თურქეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს. 

„ანკარის სამიტი გააგრძელებს ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაღრმავებას, დაეხმარება ქვეყანას გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და უზრუნველყოფს, რომ მოკავშირეთა სამხედრო დახმარება გრძელვადიანი იყოს“, - აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, სამიტის ფარგლებში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან.