07 ივლ 2026
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: „შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები; გმობს ბოლო დროს მიღებულ კანონებს და ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებსა და შევიწროებას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც მათი თქმით ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს. ყალბ ნარატივებზე დაფუძვნებული - ასე აფასებს ქართული ოცნება ჯო უილსონის ინიციატივით მიღებულ რეზოლუციას.
თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტებით გარე ძალები მათზე გავლენას ვერ მოახდენენ, რადგანაც რეზოლუციაში მოყვანილი მაგალითები სიმართლეს არ შეესაბამება.