ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია  „ზღვის მცველი“ 

07 ივლ 2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში  „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.  

,,ზღვის მცველი" ნატოს ეგიდით მიმდინარე და ამჟამად ერთადერთი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაა, რომლის მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი ნაოსნობის მხარდაჭერა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.