ერთიანი ეროვნული გამოცდები

07 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. მასწავლებლები კი  ფიზიკის გამოცდას აბარებენ. 

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას საქართველოს განათლების მინისტრი ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო. 2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 83 000-ზე მეტი აპლიკანტია  დარეგისტრირებული,  მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.  სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს.