07 ივლ 2026
საქართველოს განათლების მინისტრი ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ახორციელებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით აშენდა.