ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ფინეთი და პოლონეთი თავდაცვის დაფინანსების ახალ მექანიზმს შექმნიან

07 ივლ 2026

ნატოს ანკარის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის ოთხმა ქვეყანამ დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, ფინეთმა და პოლონეთმა თავდაცვის დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნა დააანონსა.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, ახალი მექანიზმის შექმნის მიზანია მოკავშირეთა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და სამხედრო ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა.

ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის დაფინანსებისა და ერთობლივი შესყიდვების სფეროში. ახალი სისტემის ამოქმედებას მხარეები 2027 წლისთვის გეგმავენ.