„აქსიოსი“ - ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ კომერციულ გემებს ორი რაკეტა ესროლეს

07 ივლ 2026

ირანის სამხედრო ძალებმა გასულ ღამეს ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ კომერციულ გემებს, სულ მცირე, ორი რაკეტა ესროლეს. ინფორმაციას „აქსიოსი“ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტმა მიიღო შეტყობინება, რომ ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, სამხრეთის მიმართულებით მიმავალ ტანკერს ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა. წყაროების ცნობით, ორივე გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

აქსიოსის“ ცნობით,  სავაჭრო გემებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შეჩერების შესახებ ერთკვირიანი შეთანხმება ამოიწურა. ცნობისთვის, გასულ დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით პროგრესის გარეშე დასრულდა.