ბათუმში „ვილიარეალის“ კემპი დაიწყო

07 ივლ 2026

ბათუმში „ვილიარეალის“ კემპი დაიწყო, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ორგანიზებით ტარდება, მისი მხარდამჭერი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ესპანური კლუბის საზაფხულო ბანაკში, სხვა აკადემიების ბავშვებთან ერთად, ბათუმის „დინამოს“ აკადემიის შერჩეული ფეხბურთელებიც მონაწილეობენ.

კემპი 10 ივლისამდე გაგრძელდება. სავარჯიშო პროცესი ესპანელი სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს. მონაწილეებს „ვილიარეალის“ ოფიციალური ეკიპირება და სერტიფიკატები გადაეცემათ.

გამორჩეულ ფეხბურთელებს კი შანსი ექნებათ, ესპანეთში გაემგზავრონ და „ვილიარეალის“ აკადემიაში ივარჯიშონ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პროექტს მხარი სოციალურ ქსელში დაუჭირა და ქართველ ბავშვებს კემპში მონაწილეობისკენ მოუწოდა.