07 ივლ 2026
მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კომიკურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპლიკაციებით აანონსებს ხელისუფლების ხელში აღებას.
„ვხედავთ, რომ კარგი პროცესია ზოგადად. ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე დღის წინ თუნდაც, აპლიკაციის პრეზენტაცია რომ ჰქონდათ. აპლიკაციით რომ უნდათ, ხელისუფლების ხელში აღება, ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 კვადრატულ ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.