07 ივლ 2026
ბათუმში ზღვაში დაკარგული 23 წლის კაცის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად ზღვაში კვირას საღამოს მაშველების გაფრთხილების მიუხედავად შევიდა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.
როგორც დაკარგულის ახლობლები ყვებიან, მაშველებმა ერთი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს, მეორის წყლიდან გამოყვანა კი ვეღარ მოხერხდა.
ახალგაზრდის ოჯახი შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით მიმართავს, სამძებრო პროცესში ჩაერთოს ყველა არსებული საშუალება.