შალვა პაპუაშვილის ვიზიტი სერბეთში  

07 ივლ 2026

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება. 

კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს. 

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.