ერთიანი ეროვნული გამოცდები

07 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. ამ წუთებში  გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. ერთიანი  ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოს 12 ქალაქში  24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, მათ შორის 4 აჭარაში, სამი საგამოცდო ცენტრი ბათუმში ფუნქციონირებს, ერთი ხულოში.

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდაზე 45 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, გამოცდაზე 44 გამოცხადდა. აბიტურიენტების თქმით, გამოცდას მომზადებულები შეხვდნენ და იმედოვნებენ, რომ სასურველ შედეგებს მიიღებენ.

პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე  95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

ინგლისური ენის გამოცდის პარალელურად, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ფიზიკის გამოცდას აბარებენ.