07 ივლ 2026
პროექტი „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე შემეცნებითი ტურით დასრულდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტში აფხაზეთიდან დევნილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოზარდებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, საერთო მემკვიდრეობისა და მულტიკულტურალიზმის საკითხებზე იმუშავეს.
ზუგდიდში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე მათ პროექტის შედეგები წარადგინეს.