07 ივლ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის ფარგლებში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოვა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია რომ სამიტის ფარგლებში ზელენსკი დონალდ ტრამპსაც შეხვდება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განიხილავს.