07 ივლ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკა, მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში ქართული კომპანიების გააქტიურება კაპიტალის ბაზარზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ცალკეულ სექტორებში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად.