07 ივლ 2026
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლიზიურად, საერთაშორისო ციფრული საინფორმაციო გამოცემა semafor.com ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის ორ რესპუბლიკელ წევრს შორის უთანხმოება დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა კონგრესმენ ჯო უილსონს შეატყობინა, რომ ის აღარ იყო მისი დელეგაციის წევრი და ვაშინგტონში დასაბრუნებლად "სხვა გზა თავად უნდა მოეძებნა".
როგორც მედიასაშუალება იუწყება, კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვიკერმა უარი თქვა უილსონის ინიციატივის მხარდაჭერაზე, რომელიც 2027 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარლსტონში ჩატარებას ითვალისწინებდა.