ფოტოგამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში

07 ივლ 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ფოტოგრაფ ირაკლი სინაურიძის ფოტოგამოფენა ,,ლატარალუსი“ გაიხსნა. ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ნამუშევრები მოიცავს  ხალხს და მათი ცხოვრების რიტმს.

ხელოვანის ფოტომასალაში სწორედ ადამიანების მოძრაობა და უსასრულო მზერაა ასახული. როგორც თვითონ აღნიშნავს მისთვის სამაგალითო ფოტოგრაფები იყვნენ - ლარი კლარკი,  ტერი რიჩარდსონი, გურამ თიკანაძე, ნათელა გრიგალაშვილი.

ხელოვანის ინსპირაციის წყარო არის მუსიკა, განსაკუთრებით  ექსპერიმენტული მეტალი, ჰიპ ჰოპი და როკი. ფოტოგამოფენა ხუთი დღე გაგრძელდება.