თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს - პაპუაშვილი

07 ივლ 2026

სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრების პირობებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს.

„ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყენოს თავი კომიკურ მდგომარეობაში, როდესაც ორუელისეული ფრაზის არ იყოს, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი, არ აქციონ რეალობად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.