07 ივლ 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომი ფუნდამენტურად შეიცვალა და დღეს, დრონები და დისტანციურად ბრძოლის ტექნოლოგია წარმოადგენს რევოლუციურ ცვლილებას ომის ტექნოლოგიაში.
ნატო-ს სამიტის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვის გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომში ყოველდღიურად ნადგურდება მტრის უზარმაზარი აღჭურვილობა, ლოჯისტიკა და სამხედრო ობიექტები.
აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ Shaheed-ის დრონების მოგერიების მაჩვენებელმა 90 პროცენტს გადააჭარბა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა დრონებისგან ამ მასშტაბით თავის დასაცავად. ასევე დაამატა, რომ რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან ძლიერი თავდაცვის შექმნაა საჭირო.