07 ივლ 2026
დონალდ ტრამპი ანკარაში ნატო-ს სამიტზე ჩავიდა, სადაც უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს. აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის თურქეთში გამართვა დიდი მოვლენაა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნატო-ში ტრილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო სხვა ქვეყნების, ასევე კანადის დასაცავად, თუმცა ალიანსით იმედგაცრუებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ესაუბრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს და უკრაინაში ომი მალე დასრულდება.
მან დადებითად შეაფასა კოლეგებთან საუბარი და ხაზი გაუსვა რომ ორივე მათგან სურს შეთანხმების მიღწევა, თავად კი ფიქრობს რომ აშშ-ს ამის მოგვარება შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ დონალდ ტრამპი სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.