08 ივლ 2026
გამოვლინდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედ ფინალისტები. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. „ალბისელესტემ“ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა. ეგვიპტემ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
მესის ანგარიშის გათანაბრება 21-ე წუთზე შეეძლო, თუმცა მისი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარე შობიერმა მოიგერია. 67-ე წუთზე ზიკომ ეგვიპტის სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა და აფრიკელები 2:0 დაწინაურდნენ. დარჩენილ 10 წუთში კი არგენტინელებმა ტემპს მოუმატეს და ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანეს.
რომერომ 79-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ზე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა არგენტინას გამარჯვება მოუტანა – 3:2. მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ მაროკო-საფრანგეთი; ინგლისი-ნორვეგია, ესპანეთი - ბელგია და არგენტინა - შვეიცარია.