08 ივლ 2026
სპორტის სამინისტრომ 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატისთვის წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი კატარღა გადასცა.
24–26 ივლისს ოქროს ტბაზე არსებულ წყალსათხილამურო სპორტულ ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი საშეჯიბრო კატარღა გადასცა. კატარღები წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 120-ამდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს.
ჩემპიონატი ჩატარდება სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.