ერევანში ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი დააპატიმრეს

08 ივლ 2026

ერევნის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, პრორუსს ოლიგარქს გაგიკ წარუკიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას თაღლითობასა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გაგიკ წარუკიანმა და მისმა თანამზრახველებმა 2022-2024 წლებში ირანიდან საქონლისა და საწვავის იმპორტის თაღლითური სქემა შექმნეს.

საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ წარუკიანმა დაახლოებით 21,7 მილიონი დოლარი მიითვისა და  მიღებული თანხის ლეგალიზებაც მოახდინა. „ბრალდებები სრულად შეთითხნილია; ეს არის ტყუილი, ფარსი“, - განაცხადა  „აყვავებული სომხეთის“ დაკავებულმა ლიდერმა.

წარუკიანი 6 ივლისს ერევანში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში და მის საკუთრებაში არსებულ ათობით კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. წარუკიანის სახლიდან 3 ლომი და 1 ვეფხვი გამოიყვანეს და ერევნის ზოოპარკში დროებით გადაიყვანეს, რისთვისაც   მათი დროებით დაძინება გახდა საჭირო.