აშშ-სა და ირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა

08 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების დროებითი შეთანხმება გააუქმა მას შემდეგ, რაც თეირანმა ახალი თავდასხმები განახორციელა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე.

ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტები დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა ირანის სამიზნეებს დაარტყეს  ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმების საპასუხოდ. „ისინი ავადმყოფები არიან“, - თქვა ტრამპმა თურქეთში ნატოს სამიტზე.

„ჩვენ ვუთხარით, წადით და თქვენი დაკრძალვის ცერემონია ჩაატარეთ. ამის ნაცვლად, მათ გუშინ რაკეტების სროლა დაიწყეს. ამიტომ გუშინ ღამით ძალიან ძლიერად დავარტყით. ძალიან ძლიერად. ვიტყოდი, რომ 20-ჯერ უფრო ძლიერად“.

კითხვაზე, დასრულდა თუ არა გასულ თვეში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი, ტრამპმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ეს დასრულდა. არ მინდა მათთან ურთიერთობა“. „ისინი ნაძირლები არიან. ისინი ავადმყოფები არიან. მათ ავადმყოფი ადამიანები მართავენ“, - განუცხადა მან ანკარაში ჟურნალისტებს.