ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08 ივლ 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს სამშენებლო სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება.

მხარეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებისა და ახალგაზრდებისთვის სამშენებლო პროფესიების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. 

ასევე საუბარი შეეხო მექანიზმებს, რომლებიც ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.