აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობაზე საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

08 ივლ 2026

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობაზე საქმიანობის ერთი წლის ანგარიში გააცნო.

გიორგი ჯინჭარაძემ განხორციელებულ პროექტებსა და გაზრდილ პროგრამულ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით მიმდინარე წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების გაზრდა  შესაძლებელი გახადა.

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის, სოციალური და ახალგაზრდული პროგრამების შედეგებზე, ასევე შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.

მოხსენების დასრულების შემდეგ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.