08 ივლ 2026
ბათუმში დასრულდა სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის ორი ქალაქის სამი გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება ყველა ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის ჩატარდა.
ჩემპიონობისთის 200-მდე სპორტსმენი იბრძოდა. სამდღიანი პაექრობის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. 11-16 წლის ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული ნინო სურმანიძის, ნუცა გიორგაძისა და ნუკი ქათამაძის ტრიომ მოიპოვა.