08 ივლ 2026
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში აშენდება 114-ბინიანი საცხოვრებელი სახლი.
ამ ეტაპზე მეექვსე სართულის ფილის დასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. ბინები გადაეცემათ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ 65 ოჯახს და ასევე ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა, დასრულება კი 2028 წლისთვის იგეგმება.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ოჯახებისთვის სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.