პროექტი “ახალგაზრდული გამგეობა” დასრულდა

09 ივნ 2017

სტუდენტური პროექტი “ახალგაზრდული გამგეობები” დასრულდა. 75-მა ახალგაზრდამ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და სტაჟირება გაიარა.

დღეს მათ სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის” ორგანიზებით განხორციელდა.