08 ივლ 2026
ანკარაში ნატოს სამიტი უკრაინისთვის სესაძლოა ყველაზე წარმატებულად ჩაითვალოს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშინგტონი კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოების ლიცენზიას გადასცემს. პეტრიოტის სისტემა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც რუსეთის არმიის ხელში ყველაზე სასიკვდილო იარაღად რჩება.
ტრამპი ამბობს, რომ არ შეეწინააღმდეგება უკრაინის მიერ „პეტრიოტების“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებას, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ზელენსკის ხელში კიდევ ერთი კოზირი ექნება.