საპარკინგე სივრცეების თვითნებურად მოწყობილი შემზღუდავი ბარიერებისგან გათავისუფლების პროცესი

09 ივლ 2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქში შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს. უწყების ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს, ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილებისგან  საპარკინგე სივრცის გაწმენდა.

ასევე გრძელდება ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირის სადგომზე პარკირების მონიტორინგი. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარებისთვის თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია.

ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით დაჯარიმდება.