ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

09 ივლ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა - საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები. 

პროექტის მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია სცენის მოწყობა, გახმოვანების სისტემის მონტაჟი და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ 700 ათასი ლარამდეა. 

შესრულებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა.