ირანს ძლიერად დავარტყით - ტრამპი

09 ივლ 2026

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანს „ძალიან მძიმე“ დარტყმა მიაყენა სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მოძრავ სამ სატვირთო გემზე თავდასხმის შემდეგ.

აშშ-ის სამხედროებმა  განაცხადეს, რომ ირანზე ახალ დარტყმებს იწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტე ტრანზიტისთვის ღია დარჩეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპმა ირანთან მიღწეული  დროებითი შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადა.

ირანმა გემებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აიღო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება შესთავაზეს. ტრამპის თქმით, სამხედრო გამარჯვება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე ნატოს ქვეყნების დახმარება აღარ სჭირდება. 

„ნატოს ქვეყნებს ახლა უნდათ დახმარება, მაგრამ ეს ცოტა გვიანია. საბრძოლველი აღარაფერია დარჩენილი. ოდესღაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არ აირჩიეს ეს გზა. ჩვენ კი ამის დავიწყებას ვცდილობთ. ახლა კი ყველას უნდა დახმარება ირანის საკითხში. დახმარება არ გვჭირდება'' – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა.