დარტყმას დარტყმით ვუპასუხებთ - ღალიბაფი

09 ივლ 2026

„აშშ-მა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინებას და ვალდებულებების დარღვევას ფასი  მოჰყვება. მოდით, ნათლად განვაცხადო: თუ დარტყმას განახორციელებთ, დარტყმას მიიღებთ“, - დაწერა ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა იქსზე.

ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანის მიერ დადგენილი წესებით გაიხსნება და არა აშშ-ის მუქარით“, - თქვა ღალიბაფმა.

ბოლო საჰაერო დარტყმებმა 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მუდმივ შეთანხმებად გადაქცევის იმედები გააქარწყლა, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებით დაიწყო.