ჩინეთში დატბორილი სკოლებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა

09 ივლ 2026

ჩინეთის სამხრეთ-დასაცლეთ პროვინციებში ძლიერი წყალდიდობაა. სახელმწიფო მედია ავრცელებს კადრებს, რომლებზეც გუანსის რეგიონის ქალაქ გუაგანგში დატბორილი სკოლებიდან სამაშველო ჯგუფები მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ასახული.  

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად მთლიანად დაიტბორა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

გუანსის რეგიონის ჰენგჯოუს დასახლებაში ორშაბათს წყალსაცავის დამბის გასკდომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.