აშშ გერმანიას ტომაჰავკის რაკეტებს მიყიდის - მერცი

09 ივლ 2026

აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკის“ მიყიდვას - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერცის თქმით, ტომაჰავკის რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და გერმანიაში განლაგდება. მხარეები ამის თაობაზე თურქეთის დედაქალაქში  ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეთანხმდნენ. გერმანიის კანცლერის თქმით, ეს აღმოფხვრის თავდაცვაში არსებულ „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს“.

მერცი ამბობს, რომ ამავდროულად, ევროპა აპირებს საკუთარი სისტემების შემუშავებას და განლაგებას.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, მაგრამ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.