10 ივლ 2026
საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. პირველ ტაიმში კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა, ანგარიში მეორე ტაიმში მაინც გახსნა, მან მე-60 წუთზე შორეული დარტყმით მაროკოელთა კარი აიღო, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე დემბელემ დააფიქსირა.
კილიან მბაპესთვის ეს გოლი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე იყო, ხოლო მუნდიალებზე – მე-20. ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც 21 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება უსმან დემბელეს, მის ანგარიშზე 2026 წლის ტურნირზე უკვე 5 გოლია.
დიდიე დეშამის გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. წინა ორ შემთხვევაში ფრანგებმა ფინალში თამაშიც მოახერხეს.
საფრანგეთის მეტოქე ნახევარფინალში ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება – ეს გუნდები დღეს ითამაშებენ. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.