ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

10 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ბათუმში ზურაბ პატარაძემ ანგისისა და ლეონიძის ქუჩებზე მდებარე საფეხბურთო ბაზები დაათვალიერა და საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის საკითხებზე ისაუბრეს. 

ქობულეთში, „ჩელე არენაზე“, მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძესთან ერთად, „ჩელეს თასის“ მონაწილეებს შეხვდა.

,,ჩელე არენას" სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, გაყვანილია ჭაბურღილი და მიმდინარეობს შემოღობვის და შიდა სარემონტო სამუშაოები.