10 ივლ 2026
ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება. ბათუმის ახალ ბულვარში მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.