10 ივლ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სივრცეები მოინახულეს.
ასევე გაეცნენ მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებს და შეხვდნენ პროგრამის “ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება” საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს, გაეცნენ ქალთა ოთახის საქმიანობას.
დეპუტატებმა ასევე ადგილზე დაათვალიერეს სამკერვალო ატელიე, რომელიც ბენეფიციარმა პროგრამის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში მოაწყო.