10 ივლ 2026
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
ღონისძიებები მოიცავდა პრეზენტაციებსა და სამუშაო შეხვედრებს „ბი თუ ბი“ ფორმატში. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობების მიზანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.