10 ივლ 2026
სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის ჯავშნის ახალი სისტემა დაინერგა. ინიციატივის ავტორები, ასევე სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯავშნის ინოვაციური პლატფორმა ხელს შეუწყობს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას და ტურისტული სექტორის განვითარებას, ასევე მომხმარებლისთვის გაამარტივებს სასტუმროების ჯავშნის პროცესს.
სიახლეს ტურისტული სექტორის 200-მდე წარმომადგენელი გაეცნო.
პირველ ეტაპზე ჯავშნის ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზეა გათვლილი, სამომავლოდ კი მისი გაფართოება იგეგმება.