10 ივლ 2026
ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟმა, მამამისის დაკრძალვის ლოცვა მაშჰადში, იმამ რეზას სალოცავში აღავლინა. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, როგორ ლოცულობდნენ მოსტაფა, მეისამი და მასუდ ხამენეიები, თუმცა მოჯტაბა, ვაჟი, რომელმაც მამა უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე შეცვალა, არ გამოჩენილა.
ხამენეის დაკრძალვის პროცესია ქვეყნის წმინდა სალოცავში გაიმართა, ეზოში შეკრებილებს გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის დროშები, რელიგიური ბანერები და სურათები ეჭირათ, შეკრებილთა ნაწილს ბანერები წარწერით: „ჩვენ ტრამპს მოვკლავთ“.
უზენაესი ლიდერის დაკრძალვა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ირანული მედიის შეფასებით, ქვეყნის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვას 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის ცერემონია ექვს დღეს გაგრძელდა და მას 100 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.