ჩინეთში ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

10 ივლ 2026

28 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს. შემთხვევის დროს   საწარმოში 237 თანამშრომელი და ორი ვიზიტორი იმყოფებოდა. მათი თქმით, 213 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 26 ადამიანი, რომლებიც ადრე დაკარგულად ითვლებოდნენ, მოგვიანებით გარდაცვლილები იპოვეს. ხანძრის შედეგად დაზიანდა ქარხნის შენობა,  დამწვარია მასალები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

კომპანიის მფლობელი და სხვა პასუხისმგებელი პერსონალი დაკავებულია, ხოლო ფირმის ანგარიშები გაიყინა. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად რვაკაციანი საგამოძიებო ჯგუფი მიავლინა. 

ქარხანა ძირითადად ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს აწარმოებდა და ხუთსართულიან რკინაბეტონის შენობაში იყო განთავსებული.

გამომძიებლების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, პირველ სართულზე მდებარე სახელოსნოში გაჩნდა, სადაც ფეხსაცმლის აალებადი მასალები ინახებოდა, ხანძრის ჩასაქრობად 500-ზე მეტი მეხანძრე და სამაშველო თანამშრომელი იყო მობილიზებული.