ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

10 ივლ 2026

თორმეტი ადამიანი დაიღუპა ტყის ხანძრის შედეგად ესპანეთის სამხრეტში მდებარე  ალმერიაში. ხანძრის ლოკალიზებაზე  150 მეხანძრე მუშაობს- განაცხადა ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ.  ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ხანძარს რეგიონში  ყველაზე დამანგრეველი  უწოდა და სიტუაცია უპრეცედენტო ტრაგედიად შეაფასა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთში სამხრეთში კონტროლიდან გასულმა ხანძარმა ესპანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ორი ათეული პატარა ქალაქიდან და სოფლიდან 10 ათასზე მეტი ადამიანი აიძულა ევაკუირებულიყო.

მაისსა და ივნისში დასავლეთ ევროპაში ზაფხულის დასაწყისში გაჩენილმა სიცხეებმა მიწის უზარმაზარი ტერიტორიები გადაწვა, რაც მათ წელს განსაკუთრებით დაუცველს ხდის ხანძრების მიმართ.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თქმით, ევროპა გლობალურ საშუალოზე ორჯერ მეტი სიჩქარით თბება, რაც გახანგრძლივებული სიცხის ეპიზოდების ალბათობას ზრდის.